ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანო პევკური ესტონურ ტელევიზიასთან რუსეთის მიერ 19 სექტემბერს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება და ამბობს, რომ NATO მზად არის, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ძალა გამოიყენოს.
“პარასკევს ჩვენ ვნახეთ რომ NATO ძალიან ეფექტურად მუშაობს. იმის მიმართ მზაობაც იყო, რომ თუ ჩვენ ვალდებულები ვიქნებით ყველაზე ხისტ ზომებს მივმართოთ და ძალა გამოვიყენოთ. ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია მოკავშირეებთან ერთად დავიცვათ ესტონეთის საჰაერო სივრცე” – ამბობს პევკური.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.
NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის განსახილველად 23 სექტემბერს შეიკრიბება.