შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია 2 კილოგრამამდე „მეთადონი“ და ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.