Sunday, September 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ამბავი უკვე მაქვს მოყოლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ” – რას წერს რომან გოცირიძე?

September 21, 2025
“ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით…”- რას წერს რომან გოცირიძე?

“ეს ამბავი უკვე მაქვს მოყოლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ” -ამის შესახებ ქართველი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეს ამბავი უკვე მაქვს მოყოლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რადგან უნივერსალურია და დღევანდელ გახმაურებულ საკითხსაც ზუსტად უხდება.
ოთხმოცდაათიანი წლების იმ ავადსახსენებელ პერიოდში, როდესაც ვისაც არ ეზარებოდა ხელს ითბობდა ეროვნული ბანკის მიერ ნაჩუქარი კრედიტებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო წესიერი ბანკირი ნუგზარ ფიფია ( წინააღმდეგი მაშინდელი ხელმძღვანელობის მავნებლური ე. წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა). ეროვნულ ბანკში მაშინ ან კრედიტების სათხოვნელად მიდიოდნენ ან გარანტიების. მთელს მსოფლიოს იყო მოდებული ეროვნული ბანკის და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი მრავალმილიარდიანი საგარანტიო წერილები, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდები, რომლებსაც ქართველი თუ უცხოელი თაღლითები დაატარებდნ დასავლურ ბანკებში სესხის ასაღებად. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომელიმე უცხოურ ბანკს ერთი დოლარიც რომ გაეცა ამ გარანტიების სანაცვლოდ. ნულოვანი იყო ნდობის ხარისხი მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებისადმი. გარანტიის მიღების მსურველებს ვერ აუდიოდა მთავრობა და ეროვნული ბანკი. შევარდნაძესთანაც ახერხებდნდნენ შესვლას, რომელიც ჩვენ გადმოგვაწერდა ხოლმე თხოვნას. მაშინ ბევრ მოხელეს სჯეროდა ყალბი დაპირებების, მაგრამ არა ნუგზარ ფიფიას. ჩემთანაც ბევრი მოდიოდა და ზოგიერთ მომაბეზრებელ მთხოვნელს (რიგორც წესი, ცნობილ პიროვნებას) ეროვნულ ბანკში გადავამისამართებდი ხოლმე. ვატყობდი, რომ ასეთ ვიზიტორს თუ ეროვნულ ბანკში გავუშვებდი, მთხოვდნენ, ფიფიასთან არ გვინდაო. ერთხელ ვკითხე ნუგზარს, რა ხდება, ყველა ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ითხოვს შეხვედრის ორგანიზებას, ან რომელიმე ვიცე-პრეზიდენტთან, შენს გარდა-მეთქი. მითხრა, აფერისტების, თაღლითების ან უბრალოდ, ილუზიაში ჩავარდნილების გამოვლენის საკუთარი კრიტერიუმი მაქვს შემუშავებულიო. ამას მარტივი ინდიკატორით ვაკეთებ, რომელსაც თანხის მოცულობა ჰქვია. მოდის სტუმარი, იწყებს საუბარს ყველა ერთნაირი სიტყვებით: ქვეყანას ძალიან უჭირს, მაქვს შესაძლებლობა შემოვიტანო უცხოეთიდან ფული. მხოლოდ თქვენი საგარანტიო წერილი მჭირდება. ჩემი რეაქციაც ამის შემდეგ იწყება. როცა ამბობს, ერთი ათი-ოცი მილიონის მიღების შესაძლებლობა მაქვსო, დავსვამ სავარძელში, ჩაის მივართმევ, განვიხილავ წინადადებას. თუ იწყებს, ერთი ასი-ორასი მილიონის შემოტანის ხელშეკრულება მაქვს გამზადებული, სკამსაც არ შევთავაზებ და ცივად გავისტუმრებ, არ მაქვს შენთან დასკარგი დრო-მეთქი. აი როცა იტყვის, მილიარდობით დოლარიო, სიტყვას არ ვამთავრებინებ და კინწისკვრით ვაგდებ კაბინეტიდან, ლამის პანჩური მივაყოლოო.
ამ მოვლენას ფიფიას პანჩური შევარქვი.😀
ფიფიას მეთოდი არის უტყუარი კრიტერიუმი. ციფრების ენაზე უკეთესად ინფორმაციის მოწოდება არაფერს შეუძლია!
საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი იმდენად მცირეა, რომ მის კონტექსტში მილიარდების ხსენება უადგილოა. თუ რაიმე მილიარდიანი დაპირების შესახებ მოჰკრავთ ყურს( ემირატების 6 მილიარდისა არ იყოს), ჩათვალეთ რომ ბლეფია და გონებას ნუ დაძაბავთ სიღრმეებში ჩასაწვდომად. ასეთი პროექტები არარეალისტური, პროპაგანდისტული და მკვდრადშობილია. მით უმეტეს, იმ დროს, როცა ფიფია ვიზიტორებს აძევებდა, ქვეყნის მშპ წელიწადში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი იყო, მისი ტოლფასი ან მეტი ოდენობის კრედიტების მოზიდვაზე საუბარი კი აბსურდი.
ახლა მთავარზე: რამდენი მილიონი ლარი შეიძლება გაათეთროს ერთმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა? რამდენიმე მილიონი? შეიძლება. ჯანდაბას, იყოს ათეული მილიონიც. რამდენი შეიძლება გაათეთროს თუნდაც ყველაზე დიდმა ქართულმა კომერციულმა ბანკმა? ათეულობით მილიონი? დასაშვებია. თუ თავზე ხელს აიღებს და არავინ გააკონტროლებს, რაც ნაკლებადრეალურია, შეიძლება მეტიც. როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ ორ წელიწადში ერთმა ჯიხურმა 700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი დააკონვერტირა და შავი ფული გაათეთრა, რაც იმდროინდელი კურსით 2 მილიარდია ლარია და 14 ტონაა ფიზიკურად,(თუ ფულის ეს მასა მხოლოდ რუსული ხუთიასრუბლიანი კუპიურებით იქნება დაკომპლექტებული,ბრაც გამორიცხულია), ასეთი ადამიანები მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებენ-ფიფიას პანჩურს, თანაც თითო მილიონზე თითო ცალს:))
რაში დასჭირდათ ამ აბსურდული ბლეფის გამოგორება, თანაც ერთი წლის დაგვიანებით, მალე გამოჩნდება. ფულს რომ ათეთრებდნენ, ეს ფაქტია, მაგრამ არა ამ მასშტაბით. ფაქტობრივად, ასე იქცევა ყველა სავალუტო პუნქტი, რადგან რუსული რუბლების წარმომავლობის იდენტიფიცირება შეუძლებელია და არც არავის სთხოვენ პერსონალურ მონაცემებს კონვერტირებისას, თუ ბანკებში არ ხდება ეს.
როცა მილიარდებზეა საუბარი, ფიფიას კრიტერიუმზე უკეთესი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს გურამ დოჩანაშვილის კრიტერიმს ჰგავს, თუ როგორ უნდა დაადგინო ესა თუ ის მწერალი კარგია თუ არა. მოაშიშვლებ მკლავს, იტყვი მაგალითად, “სერვანტესი” და თუ დაგბურძგლა, ეს იგი დიდი მწერალი ყოფილა. ასეა ფინანსებშიც:)))”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • “ეს ამბავი უკვე მაქვს მოყოლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge