წამყვანი და პიარ-სპეციალისტი, ხატია შამუგია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის საკითხს ეხმაურება:
“ზოგადად პოლიტიკური პოსტები არ მხიბლავს და არც ეს მიიღოთ ამ მიმართულებით.
თანამდებობის გამო არასოდეს გამისაჯაროებია, რომ ეკა ჩემი მეგობარია მე-11 კლასიდან.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ მსგავს ღირსეულ, გაწონასწორებულ და არაჩვეულებრივ მეგობარს ძალიან ცოტას ვიცნობ ამ ქალაქში.
ეკას არაფერი, მაგრამ ამ მთავრობის მინისტრთა კაბინეტს კი ნამდვილად დააკლდება ღირსეული კადრი.ეკა მიყვარხარ და წარმატებები ყველგან და ყოველთვის.
გეუბნებოდი შენ ევროპის გოგო ხარ-მეთქი და აჰა, შენ ქართული რეალობაც”, – წერს შამუგია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.
