ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილის პოსტის ე.წ. სქრინს აქვეყნებს და წერს:
„ეს სქრინი შემომხვდა დღეს აქ და გულგრილად ვერ ჩავუარე. ან ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო?! თავად განსაჯეთ: სადღაც 90-იანი წლების ბოლო იყო, სააკაშვილი ჯერ კიდევ მგონი მოქ.კავშიროს ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ, ირინა სარიშვილს შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკის გამო საჯაროდ “პოლიტიკური კახპა” უწოდა. სანაცვლოდ ედპ-ს მამაკაცი ლიდერები (მაშინ სარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გაგდებუოლი ამ პარტიიდან) სააკაშვილს სახლთან დახვდნენ და, როგორც მაშინდელი ტელევიზიები იუწყებოდნენ, პანჩური ამოარტყეს. მერე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ხოლო, ქალბატონი ირინა საქართველოდან რუსეთში გაქცეულ ნომერ პირველ ტერორისტს, და კრემლის მსახურს იგორ გიორგაძეს შეეკრა და მისი პარტიის ლიდერად მოგვევლინა. სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა ოღონდ ირინას არ შეეხო. როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?როგორც არ უნდა იყოს, დღეს ერთად არიან. დღეიდან, ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრმაა ქართულ პოლიტიკაში”, – წერს მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ამავე პოსტის კომენტარებში კი აღნიშნავს:
“ქაქში იცი რატომ ვართ?! სწორედ იმიტომ, რომ არასდროს არავის თავისი სახელი არ დავარქვით და ნაძირლებს საშუალებას ვაძლევთ ყოველ ჯერზე თავიდან მოგვატყუონ. თქვენ და სხვებს ასე სჯით: თუ ადამაინი მე მიჭერს მხარს, ან ჩემსკენაა ბრძოლაში მას ყველაფერი უნდა აპატიო და დაუვიწყო… მთავარია ახლა მივაღწიოთ მიზანს, თორემ ისევ თუ ნაძირლებს მოვიყვანთ ხელისიფლებაში, ეს პრობლემა არაა. სწორედ ამიტომ ვტრიალებთ წრეზე 30 წელი.
“აქ მთავარი ის კი არა, ვინ რა თქვა, მაქედან ჩანს, როგორი ადამინები არიან ესენი. პლიუს, ეს ქალი ღიად ემსახურებოდა რუსეთს, იგორ გიორგაძის გავლით. მანამდე იგორ გიორგაძეს აბრალებდა, შენ დაგეგმე ჩემზე და გიაზე თავდასხმაო, ანუ, გია შენ მოკალიო, და მერე მისი პარტიის თავმჯდომარე გახდა. შენზე ნათქვმი ცუდი შეიძლება აპატიო ადამიანს, მაგრამ ქვეყნის ღალატიც?!”, – წერს Facebook – კომენტარებში ჟურნალისტი.

