სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებელის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სოფო ჯაფარიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“წამით ეს გოგო წარმოიდგინეთ ჯანდაცვის მინისტრად…
თქვენც გაგითბათ გული?
ჰო და იქნება!”, – წერს მაქარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.
