Tuesday, September 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

ჯუანშერ ბურჭულაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

September 16, 2025
ჯუანშერ ბურჭულაძე, დაკავების დროს სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს, წერილს ავრცელებს.

როგორც ის აცხადებს, მის მიმართ წარდგენილი ბრალი „აბსურდულია“.

ჯუანშერ ბურჭულაძე გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაცია, თითქოს ესპანეთში შეძენილი სახლი არ შეიტანა დეკლარაციაში,  სიცრუეა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმედს იტოვებს, რომ „უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება .“

„ვინაიდან ჩემმა დაკავებამ საზოგადოებაში დიდი და არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია, მსურს, განვმარტო ამ ეტაპზე ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული აბსურდულობა.

ის, რომ საზოგადოებას მედიის საშუალებით სამართალდამცავი ორგანო აწვდის ინფორმაციას, თითქოს ესპანეთში შეძენილი სახლი არ შევიტანე დეკლარაციაში, აღნიშნული არის სიცრუე. ჩემი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება მოიცავდა 2024 წელს. აღნიშნულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხით სასამართლოდან გამოსული პროკურორი ასევე შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა მედია და საზოგადოება და უპასუხა, რომ „ბურჭულაძემ დეკლარაცია შეავსო მარტში,“ თუმცა არ მიუთითა ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვის სავალდებულო პერიოდი, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 1-ლ იანვარს. აღნიშნული იყო არა მხოლოდ საჯაროდ გაჟღერებული ცრუ ბრალდება, არამედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. მე თავდაცვის მინისტრის პოსტი დავტოვე 2024 წლის თებერვალში და 2025 წელს შევავსე დეკლარაცია 2024 წლის შემოსავლების შესახებ, რა დროსაც ვიხელმძღვანელე “დეკლარაციის შევსების შესახებ“ კანონით. სახლი ესპანეთში ოჯახის მიერ შეძენილია 2025 წელს.

რაც შეეხება აღნიშნული ქონების შეძენას, თითქოსდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით – მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყებისთანავე მიცემულ ჩვენებებში დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ქონების რეალიზაციით დაიფარა აღნიშნული სახლის საფასური. მას შემდეგ, რაც დავტოვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ოჯახმა 3 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა, რომელთაგან მხოლოდ ორიც ერთობლიობაში უზრუნველყოფდა სადავო ქონების შეძენას. გასხვისებულ ქონებას ჩემი ოჯახი ფლობდა 15 წლის წინაც, მათ შორისაა ორი ბინა თბილისში, რომელსაც დღეს სხვა მფლობელები და მოსარგებლეები ჰყავს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება “, – წერს ბურჭულაძე წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ შათირიშვილი ავრცელებს.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge