საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.
აღნიშნულს ტელეკომპანია “პირველი” წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში აფასებს:
“ძალიან მოკლედ, მეგობრებო, სიტუაცია არის ცხადზე ცხადი და ამის მიზეზია მხოლოდ და მხოლოდ ტვ ,,პირველი,,.
ხელისუფლების გეგმა ასეთია – ან დაიჭერენ ვატოს მამას საქმეზე, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი (სრული აბსურდი!!!), ან დაადებენ იმხელა ყადაღას მისი ოჯახის ქონებას, რომ ტელევიზია წაიღონ და ასე დაასრულონ ჩვენი ხელით ნაშენები, ნაომარი, ორი კამერით და მიკროფონით დაწყებული და დღეს მოკაშკაშე არხი!!! მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ გარდაუვლად ვხედავ ამ პროცესს.
P.S. – პარტიულ და პოლიტიკურ ტრაკის თამაშებზე, ჩემი ცხოვრებიდან სწორედ ამ პერიოდში უეცრად გაუჩინარებულ ადამიანებზე (ვაიმე, დედა, სუსმა არ გაიგოს, გრიგოლიას რომ ვკითხო, ხომ მშვიდობა გაქვთო) და ასეთ რამეებზე წერის აზრს ვერ ვხედავ. მინიმუმ ახლა… ამაზე მერე, მოგვიანებით… მანამდე ტელევიზიაა გადასარჩენი და ველი ,,სასამართლოს” საბოლოო ვერდიქტს!”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი აცხადებს, რომ მის მამას ავთანდილ წერეთელს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა ესაჭიროება, თუმცა პროკურატურა მათ მიმართვას 4 დღეა არ პასუხობს.
მისივე თქმით, ავთანდილ წერეთელმა, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ბრალდებულია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რამდენიმე თვის წინ თირკმელზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა და ახლა კვლავ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება, რის საშუალებაც არ ეძლევა.
როგორც წერეთელი ამბობს, პირადად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს მის ოჯახსა და ტელევიზიაზე შური იძიოს.
https://mix.metronome.ge/24339-2/
