დღეს, “პირველებმა” ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: თუ ჯუანშერ ბურჭულაძე აღარ იკავებს 2 წელია თანამდებობას და თუ “ქართულ ოცნებაში” სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ჰქონდათ ინფორმაცია, ამ დრომდე რატომ არ დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯუანშერ ბურჭულაძის საქმით და რატომ მაინც და მაინც ახლა.
კობახიძემ განაცხადა – “მიზეზი იყო საკადრო” და მიანიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეს მფარველობდა.
მისი თქმით, კონკრეტული კადრების პირობებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება გააქტიურდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე. შეიძლება საკადრო მხარე იყო ამის მიზეზი. კონკრეტული კადრების პირობებში გააქტიურდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება,” – განაცხადა კობახიძემ.