პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ქვეყანაში არსებული სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ვეღარ აღიქვამს.
“სერიოზულად ვერ აღვიქვამ ვერაფერს, მეც შეიძლება დამაკავონ, ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის რომელიმე ჩემი საოპერო არიის შესრულება არ მოეწონოს – აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება” – განაცხადა მან.
მისი თქმითვე, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დადანაშულება, ცირკის წარმოდგენას ჰგავს, სადაც გეცინება და სასაცილოა ყველაფერი.
„ძალიან ძნელია, სერიოზულად შეაფასო ის, რაც დღეს ხდება და სერიოზულად მიიღო, რომ ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა რაიმეში არიან დამნაშავეები. ირონიულად რომ ვთქვათ, ეს ცირკის რაღაც ერთ-ერთი წარმოდგენაა, სადაც გეცინება და სასაცილოა ყველაფერი. თუ სერიოზულად ვიტყვით, ეს არის ნიშანი, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვკარგავთ ქვეყანას, ერთობას, ყველაფერს, ამიტომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. ვნახოთ ეს მოსამართლე და ის სამი ადამიანი, რომლებიც შეურაცხყოფილი ყოფილან, რას იტყვიან.
„ოცნების“ ლოგიკას რომ გავყვეთ, თუ 3000 ათასი გდდ-ს თანამშრომლიდან, 3 კაცმა ეს განცხადება შეურაცხყოფილად მიიღო, დანარჩენები ცუდი ადამიანები ყოფილან. სასაცილოა ეს ყველაფერი, სასაცილო რომ არ იყოს.
მეც აქ ვარ მოსული, სერიოზულად ვერ აღვიქვამ ვერაფერს, მეც შეიძლება დამაკავონ, რომ ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს ჩემი რომელიმე საოპერო არიის შესრულება არ მოეწონოს.
თუ რამის საჯაროდ დაპირება დანაშაულია, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის დაკავებული უნდა იყოს და ბევრი უნდა ჰქონდეს მისჯილი – 5 მილიონი თითო სოფელს, უფასო ფული, რა ვიცი ყველაფერი“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
