სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ირკვევა, ქუთაისში, ავარიის შედეგად 15 წლის დათუნა ხურციძე დაიღუპა.
ბიჭს სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
,,დათო, ეს რა გაგვიკეთე მთელს უბანს… რომ ვერაფერს ვამბობ, ეს ის მომენტია, რა დილა გაგვითენე”.
,,დედაშენის განწირული კივილი ახლაც ჩამესმის…”.
„ვაი შენს დედას, როგორ უნდა გაუძლოს ამ ამბავს, ღმერთო, როგორი ტრაგედიაა“.
,,ეს რა უბედურებაა, სიცოცხლით სავსე ბიჭი დავკარგეთ…”, – წერენ ახლობლები კომენტარებში.