თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, მარიამ შათირიშვილმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბურჭულაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მისივე თქმით, ეს საქმე “ერთი დიდი გაუგებრობაა”, ხოლო დაცვის მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
შათირიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საკითხი ჩვენებებში არ დგას და ბურჭულაძისთვის მის შესახებ კითხვები არ დაუსვამთ.
“ბრალს არ აღიარებს არც ერთ ნაწილში და თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიგვაჩნია, რომ ეს ერთი დიდი გაუგებრობაა, სპექტაკლის ელემენტებით შეზავერბული. ვინმედოვნებთ, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა.
ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება რაც შეიძლება სასამართლოსთვის საგფუძველი იმის, რომ სრულად დარწმუნდეს როგორც ის, ასევე საზოგადოება ყოფუილი თავდაცვბის მინისტრის უდანაშაულობაში.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ ნაკლებად სტაბილურია. მას შესაბამისი სამედიცინო რეჟმის დაცვა ევალება. ეს რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრამვაა და დაკავებასთან არანაირ შუაში არ არის.
ჯუანშერს გამოძიებისთვის ყველანაირი დეტალი აქვს მიცემული. ღარიბაშვილის საკითხი კი ჩვენებებში არ დგას. კითხვები მის შესახებ არ დასმულა”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა ფორმულასთან.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა.
ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.