,,ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
,,ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და სრულიად საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა თორაკო ქირურგის, ივანე წულეისკირის გარდაცვალებას.
ის გახლდათ ციციშვილის კლინიკის გუნდის წევრი დაარსების დღიდან.
მისი უშუალო ხელმძღვანელობით ბავშვთა თორაკოქირურგიასა და გულმკერდის ქირურგიაში დაინერგა თანამედროვე მიდგომები და არაერთი ინოვაციური მეთოდი. უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც დარგის განვითარებაში, ისე მომავალი თაობის ექიმების აღზრდაში.
მის სახელს უკავშირდება უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და მადლიერი პაციენტების ურიცხვი რაოდენობა.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ოჯახს და ვუსურვებთ გამძლეობას”,-ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ წერილში.