2025 წლის 1 სექტემბრიდან ევროკავშირში TPO-ს შემცველი გელები და გელ-ლაქი (შილაკი) აიკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
TPO ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც UV/LED ნათურების ქვეშ გელის გამაგრებას უწყობს ხელს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ TPO -ს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია – მისმა მოხმარებამ, შესაძლოა, რეპროდუქციული პრობლემები გამოიწვიოს, ასევე გაზარდოს სიმსივნის განვითარების რისკი.
მართალია, არსებული კვლევები ცხოველებზე ჩატარდა – თუმცა, ევროკავშირმა პრევენციის მიზნით მისი გამოყენება ადამიანებზეც აკრძალა.
ევროკავშირი სილამაზის სალონებს მოუწოდებს ისეთი პროდუქცია გამოიყენონ,