Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აღმოჩენილია არალეგალური ცხოველთა სასაკლაო – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

September 10, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოავლინა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სახელმწიფო კონტროლი ტარდება სასაკლაოებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და საწარმოებში.
სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, მონიტორინგის ფარგლებში, სარეალიზაციო ქსელიდან აღებული სურსათის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
შეუსაბამობის გამოვლენის გამო, ბიზნესოპერატორს დაევალა შპს „ახალი გემო 2019“-ის (ხაშური, რუსთაველის 10; ს/კ 443867763) წარმოებული გაყინული ქაბაბის (დამზადების თარიღი: 25.08.2025; ვარგისიანობის ვადა: 25.10.2025) ბაზარზე განთავსების აღკვეთა და ბაზარზე განთავსებულის ამოღება, რაზეც ზედამხედველობა სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს.
გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტებმა კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს ქ. სამტრედიაში, არალეგალურ სასაკლაოზე (ფ/პ როინ ბურკაძე). ასევე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ფ/პ როვშან გიულმამედოვი). ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე დაკლულ პირუტყვის ხორცს ჯანმრთელობის ნიშანდება არ ჰქონდა.
სააგენტოს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოების უფლებამოსილმა პირებმა ორივე დამრღვევის მიმართ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მიმდინარე წელს ჩატარებული 5100 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილია 449 სამართალდარღვევა”, – აღიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • “მიწა ჩამოიშალა და სატვირთოს დაეცა” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც 15 სექტემბრიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge