Thursday, January 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“მივეცი თავს უფლება აქ მეთქვა თქვენთვის… – ძალიან ვთხოვე ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ამირანს…” – გადელია

December 7, 2021
“იწურება ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის რესურსები… ცოტა დაგვზოგეთ” – დავით გადელიას მიმართვა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ისევ აცრის შესახებ..
ძალიან ვთხოვე ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ამირანს, გარდაცვლილთა რაოდენობის გამოცხადებისას ისიც აღნიშნონ, რამდენია მათ შორის ვაქცინირებული. იდეა მოეწონა, მაგრამ ტექნიკურად ცოტა რთული აღმოჩნდა იმავე დღეს დიფერენცირება. ამიტომ თვის ჭრილში აკეთებენ, თუმცა თვის ჭრილში ამას ნაკლები ადამიანი ეცნობა და კარგავს იმ მნიშვნელობას, რაც უნდა ჰქონდეს.

 გარდაცვლილთა 1%-იც არ იქნება აცრილი! ჩვენთან ერთი გარდაიცვალა მხოლოდ და ისიც ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებით – შეიძლება კოვიდის გარეშეც რომ გარდაცვლილიყო! რამდენი ხანია ბოჭორიშვილის კლინიკის 20 კაციან რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მოხვედრილა! ესაა მთავარი!

წინა სტატიის კომენტარში ასეთი რამ გამოჩნდა: ” თანმდევი დაავადებით ისეთი ხალხი კვდება კოვიდის დროს, რომელიც ისეც მოკვდებოდნენ”-ო. დამახინჯებულადაა გადმოცემული ჩემი ერთი ქეისი. მართლაც გარდაგვეცვალა ერთი აცრილი პაციენტი, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ყველა ვინც კვდება მომაკვდინებელი სხვა სენიც აქვს”. უკუღმართი ლოგიკაა. რა თქმა უნდა, არსებობს რისკის ჯგუფი, ვისაც განსაკუთრებით ერჩის კოვიდ-19, მაგრამ ეს ვირუსი რომ არ შეხვედროდა, 20-30 წელს იცხოვრებდა! აბა, საბოლოოდ ყველა მოკვდავები ვართ.

თანმდევი დაავადებებიდან გამოვარჩევდი დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკულ დაავადებებს, სიმსუქნეს! ჩემი წონის კაცი უკვე რისკ ფაქტორის მქონეა, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელად ვითვლები. ორშაბათს, დილის კონფერენციაზე, ჩვენი კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის უკვე ძალიან ბევრის მნახველი უფროსი, Tata Kachibaia მკვდარი სახით შემოვიდა…

ბევრჯერ მითქვამს, როგორ ბერდებიან ერთ დღეში რამდენიმე წლით ექიმები… წინა ღამით ორსაათ ნახევარი იბრძოდა ახალგაზრდა, 40 წლის კოვიდიანი მამაკაცის სიცოცხლისთვის. ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახის მამა. ავადმყოფი დიდი წონის მქონე იყო (ამის გამო დიაბეტიც ჰქონდა დაწყებული). ძალიან დიდი სინანულით და ამავე დროს სრული დარწმუნებით თქვა თათამ: “აცრილი რომ ყოფილიყო აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს და შეიძლება ჩემთანაც კი არ მოხვედრილიყოო”. წვრილშვილიანი ოჯახი დარჩა უმამოდ. ვთხოვე, ეს სიტყვები ტელევიზიითაც ეთქვა, მაგრამ სააერთოდ სიტყვაძუნწია და მივეცი თავს უფლება აქ მეთქვა თქვენთვის”, – წერს გადელია სოციალურ ქსელში.

https://mix.metronome.ge/24243-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში – დაკავებულია ერთი პირი
  • “მზად ვართ, რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად, დაგვემშვიდობოს, როგორც ეს წელი” – სალომე ზურაბიშვილი
  • ვაკის კორტებთან ჩაცხრილული პირი ბიზნესმენია – რა ინფორმაცია ვრცელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge