Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მთავარი”, “ფორმულა”, ტვ – “პირველი” ღარიბაშვილი მიდის და გადადგება, ოღონდ… – რას წერს ჟურნალისტი

December 7, 2021
სიტყვა გურია გულიდან მოდის, ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს – პრემიერი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“”მთავარი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი” ღარიბაშვილი მიდის. მიდის და გადადგება.
ოღონდ დავოსში მიდის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში გაიმართება.

მიდის და აივანზეც გადადგება”, – წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის აუცილებელია.

“მაქვს პატივი მოგიწვიოთ ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2022 წლის შეხვედრაზე, რომელიც 17-21 იანვრის პერიოდში გაიმართება შვეიცარიის ქალაქ დავოსში.
მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება აუცილებელია თანამშრომლობის გზით მომავლის შენების რწმენის განსამტკიცებლად. ფორუმის მონაწილეები მადლიერნი იქნებიან, თუ ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ხედვა საქართველოში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფის შესახებ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს თქვენს აპარატთან იმისთვის, რომ თქვენი მონაწილეობა რელევანტური იყოს თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი, რომ პირადად გიმასპინძლებთ დავოსში“, – აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

May be an image of text

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
  • ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge