გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და კალაძის შტაბიდან გამოსულებს შორის.
მოქალაქე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეომასალას, სადაც ისმის პოლიციელისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერის დიალოგი:
“რეზინის ხელკეტით შეიარაღებულ ოცნების მხარდამჭერს… პოლიცია – მომეცი ძმაო არ შეიძლება ოცნების მხარდამჭერი – მანქანაში ჩავდებ, თქვენიანი ვარ” – ისმის ვიდეოკადრებში.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე მოქალაქე და ჟურნალისტი.
აღნიშნულს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”.