საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მომავალ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს მიაღწევს, ბიზნესმენი ფადი ასლი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა დოლარში იყო ნულოვანი პროცენტი და ახლა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიერი 15%-ით გაზრდის?
თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5 500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე!” – წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2022 წელს ერთ სულზე გადაანგარიშებული მშპ საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საგარეო ვალი შემცირდება.
“ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნ, რომ ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას საშუალება მისცა, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი 1,31 მილიარდი ლარით გაეზარდა და მშპ-თან მიმართებით ვალი შეემცირებინა.