თურქეთში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა მოხდა.
როგორც თურქული მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 პოლიციელი და დაშავდა 6 მოქალაქე.
მედიის ინფორმაციითვე, თავდამსხმელი 16 წლის მოსწავლეა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.