ნუ მაწვები, ასე ვერ შემაშინებ, თვალებს ნუ მიქაჩავ-მეთქი… ” – ამ სიტყვებით მიმართა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილმა.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენების მიცემის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ხაზარაძეს, საქმიდან არსიდან გამომდინარე კითხვა დაუსვა, რასაც მასსა ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“პირდაპირ გეუბნებით, ბატონო მოსამართლევ, ეს მიმიკები ამ კაცს შეაცვლევინე. ეს რა მანერაა, პროკურორი რომ ასე გელაპარაკება, პროკურორი რომ ასე ძველბიჭურად მელაპარაკება, ამიხსენით”, – მიმართა ხაზარაძემ საქმის მოსამართლეს.
თავის მხრივ, პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, ხაზარაძე სასამართლო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა და მოსამართლეს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
“ეს იყო ქუჩური გამოსვლა, რაც ახლა გააკეთა. ჩემს არცერთ შეკითხვაში არ ყოფილა არც ისეთი ინტონაციები და არც ისეთი ტონი. ჩემი ინტონაცია გამომდინარეობს მისი ყვირილიდან. ვცდილობ, მისი ყვირილი გადავფარო. რაც ახლა იკადრა, ვფიქრობ, რომ სასამართლო წესი დაარღვია, რადგან ბრალდების მხარეს ასეთი ფორმით მოგვმართა და გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომა”, – მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა, რომ შესაბამის ზომებს მიმართავდა.