ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც უკანონოდ აკავებენ აშშ-ის მოქალაქეებს. მისი განკარგულება სშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებას აძლევს, დააწესოს სანქციები ან სხვა ზომები მიიღოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც მიენიჭებათ “აშშ-ის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მხარდამჭერი სახელმწიფოს“ სტატუსი.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება შექმნილია „აშშ-ის მოქალაქეების უკანონო დაკავებისგან დასაცავად და იმ უცხო ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებისათვის, რომლებიც მსგავს პრაქტიკას მიმართავენ“.
აშშ-ის მთავრობა არ აქვეყნებს მონაცემებს უცხოეთში დაკავებული ამერიკელების შესახებ, თუმცა Foley Foundation-მა, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა, აღნიშნა, რომ 2024 წელს, სულ მცირე, 54 ამერიკელი უკანონოდ იყო დაკავებული 17 ქვეყანაში.