“ქვეყანაში სოციალური პრობლემები ისე იმატებს და ისეთი მძიმე ფონია, ამას სააკაშვილთან ერთად საცირკო ნომრით ვერ გადაფარავთ”, – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა სრულიად სერიოზულად. საკუთარი პირადი კეთილდღეობის კეთილმოწყობით დაკავებულებსა და გაბრჭყვიალებულებს გამოგრჩათ, მაგრამ ქვეყანაში სოციალური პრობლემები ისე იმატებს და ისეთი მძიმე ფონია, ამას სააკაშვილთან ერთად საცირკო ნომრით ვერ გადაფარავთ და თუ იხუვლა, ყველას წაგლეკავთ, ქვეყანასაც! და ვინ იხეირებს, კი ვიცით. ბენდუქიძე&ქობალიამ რომ ააყვავეს ეკონომიკა და ახლა თურნავა&ჩხარტიშვილი ადუღებენ ღარიბაშვილთან ერთად, ეს ამბავი გრამაფონშია”, – წერს ხორგუანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.