საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს დროშა რევოლუციის დროშაა.
“ხუთჯვრიანი დროშა ეს არის რევოლუციის დროშა. ის იყო ვარდების რევოლუციის მთავარი სიმბოლო.
მე პირველად ეს დროშა ავაფრიალე იუსტიციის მინისტრობის დროს, შემდეგ გავხდი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მაშინ ეს დროშა თბილისის სიმბოლოდ გამოვაცხადეთ. შემდეგ შევარდნაძემ ჩვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ხოლო საკრებულოს შენობიდან უკვე თბილისის ხუთჯვრიანი სიმბოლო, პირადად შევარდნაძის მითითებით პოლიციის სპეცრაზმმა ჩამოხსნა.
შემდეგ კი ჩვენი დროშა იქცა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საერთო სახალხო მოძრაობის მთავარ თანმხლებად, ხოლო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნულ დროშად.
მის დაკანონებას ხელი მოვაწერე ჩემი საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს და იქვე აღვმართე პარლამენტის წინ.
ივანიშვილმა 2012 წელს სცადე ძველი დროშის აღდგენა, მაგრამ ხალხის იმხელა წინააღმდეგობას წააწყდა რომ უკან დაიხია.
ახლაც ჩვენი დროშა არის წინააღმდეგობის მოძრაობის მუდმივი ატრიბუტი და მიგვიძღვის დიდი გამარჯვებისაკენ!” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.