ჩვენმა ორგანიზაციამ, პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ბოიკოტში მყოფი პარლამენტარებისათვის დაკავებული ხელფასების თაობაზე. აღმოჩნდა, რომ ნაცების ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1067520 ლარი და 60 თეთრი – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია- “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
“რა სარგებელი ნახა ხალხმა ნაცების საპარლამენტო ბოიკოტით.
ჩვენმა ორგანიზაციამ, პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ბოიკოტში მყოფი პარლამენტარებისათვის დაკავებული ხელფასების თაობაზე. აღმოჩნდა, რომ ნაცების ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1067520 ლარი და 60 თეთრი.
ეს არის ერთადერთი ხეირი, რაც ბიუჯეტმა ნახა უხეირო ნაცების პარლამენტარობით.
უსარგებლო ნაცების მეტი ბოიკოტი ხალხს!”, – წერს კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.