საქართველოს 2 მოქალაქე, 40 და 35 წლის მამაკაცი, იტალიის ქალაქ პერუჯაში, ქურდობის მცდელობისთვის, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე დააკავეს.
აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას, პოლიციამ დაახლოებით 15 კარზე, ჩარჩოს ზედა და ქვედა ნაწილზე მიმაგრებული წებოს ძალიან წვრილი ძაფები იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ეს არის ტექნიკა, რომელსაც ქურდები იმის შესამოწმებლად იყენებენ, გაღებულია თუ არა კარი, რითიც მესაკუთრეთა სახლში ყოფნას ადასტურებენ.