მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“მთელი დღის ორომტრიალში ბევრ რამეს ვერ ამჩნევ!
ერთისგან ითქვა – მეორემ უნდა უპასუხოს! ან, რომელიმე სულელური ნათქვამი უნდა გაპრავდეს! ამაზე შემდეგ იხარჯება უამრავი ენერგია და ტროლთა თუ გამჟღერებელთა ხმათა ღაღადი!!! იქითაც, აქეთაც! და ამ ყველაფერს ფეხდაფეხ მიჰყვები “ლოგიკურად”.. ჩათრეული ხარ!
საკმარისია, მუსიკას მოუსმინო, ადრე დაიძინო და ვთქვათ შუაღამეს გაგეღვიძოს – პირველი მაინც ტელეფონს უყურებ, – და აი, აქ იწყება ყველაფერი, დაგროვილი ტოპ ვიდეოების და პოსტების ნაკადი. თურმე, დღის განმავლობაში, რამდენი სისულელე თქმულა და რამდენი უკადრებია ერთმანეთისთვის ყველას… ხვდები რომ ყველა და ყველაფერი დიდ ხვრელშია.
ვიღაცას დავიწყებია, რომ ხელოვნებას და სიკეთეს უნდა ემსახუროს, ვიღაცას დავიწყნია ღმერთის მსახური რომაა, ის ვიღაც მორალს რომ, კითხულობს – ყველაზე დიდ ამორალობას პროპაგანდას უწევს აგრესიულად! აი, ეს არის მხოლოდ სახე საზოგადოების საჯარო სივრცეებში! არადა, რა კარგია საქართველოში ფიროსმანის ერთი ნახატი, ან გალაკტიონის ერთი პატარა ლექსი, სოხუმში ზღვის პირას მდგარი მოწყენილი პალმა (ჩვენი დაბრუნების მოლოდინში) და მყინვარწვერის ერთი გამოკრთობა ღრუბლებიდან!!!
“მთელი ღრიანცელი.. არ ღირს იმ ერთ ცრემლად, თვალს რომ მოედება და ღრმა მოგონებამ, მე რომ დამათია..” გ.ტ.”, – წერს გასვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.