ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 1-ელი სექტემბრიდან TPO-ს (ტრიმეთილბენზოილი და დიფენილფოსფორინის) კარცინოგენების შემცველი ფრჩხილის ლაქისა და გასამაგრებელი გელის გამოყენება იკრძალება.
ინიციატივა ევროკომისიამ 2025 წელს 12 მაისს წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული პროდუქტი “ადამიანისთვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად ტოქსიკურ ნივთიერებას წარმოადგენს და სილამაზის სალონებში აღარ უნდა გამოიყენებოდეს”.
როგორც “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, ჩატარებულმა კვლევები აჩვენებს, რომ აღნიშნული ნივთიერების ხშირმა გამოყენებამ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების პრობლემები შექმნა.
TPO არის „ფოტოინიციატორი“, ქიმიური ნივთიერება, რომელიც ეხმარება გელლაქს გამკვრივებაში ულტრაიისფერი სხივების ქვეშ და ინარჩუნებს ფერებს უფრო დიდხანს.
ამის შესახებ რეგულაცია ჯერ არ დაუწესებია აშშ-ს.