უკანონო განაჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ, სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობთ, – ამის შესახებ დაპატიმრებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან გამომგზავნილ წერილში წერს, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ასაჯაროვებს.
“უკანონო განაჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ, სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობთ.
ორ დიდ და ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას ვაგრძელებ ციხის პირობებში და რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, ეს პროექტები მაინც განხორციელდება. ამ ყველაფრისთვის მოტივაციას მაძლევს თქვენი თანადგომა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ენერგიის მომტანია” – წერს ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ანდრო ჭიჭინაძესა და კიდევ 10 პირს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.