Thursday, September 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?

September 4, 2025
სად გაიმართება საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი?

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი, გაფართოებული ფორმატით გაიმართება. ტურნირში 32-ის ნაცვლად მონაწილეობას მიიღებს 48 ქვეყნის ნაკრები, მათ შორის ევროპიდან — 16.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე “ერთა ლიგიდან” გასვლის შანსი 4 ნაკრებს აქვს, ოღონდ არა პირდაპირ, კვლავ პლეი-ოფის მეშვეობით.

იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვოს, ორი გზა არსებობს.

პირველი, ტრადიციული გზა
ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპი. უეფას წევრი 55 ქვეყანა წილისყრით 12 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ჯგუფი 4 ან 5 გუნდით დაკომპლექტდება. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ნაკრებმა გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, საკუთარი ჯგუფი პირველი ადგილით უნდა დაასრულოს. შესაბამისად, 16-დან 12 ადგილი ტრადიციული შესარჩევით, ჯგუფში პირველადგილოსნებით დაკომპლექტდება. დარჩენილი 4 საგზური კი ვაკანტური რჩება.

მეორე გზა, ერთა ლიგის გავლით იყო, თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა, შესაბამისად ამ გზით მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

თუ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს პირველი ადგილით ვერ დაასრულებდა, იმისათვის, რომ საგზურის მოპოვების შანსი შეენარჩუნებინა, ამავე ჯგუფში მეორე ადგილი მაინც უნდა დაეკავებინა.

12 ჯგუფის მეორეადგილოსანს დაემატება კიდევ ერთი ტურნირის, ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებული საუკეთესო რეიტინგის მქონე 4 გუნდი და სწორედ ეს 16 გუნდი გაითამაშებს ერთმანეთში დარჩენილ 4 ვაკანტურ საგზურს.

B დივიზიონის 4 პირველადგილოსანი გავა პლეიოფში და შემდეგი ტურნირისთვის გადაინაცვლებს A დივიზიონში. პლეიოფში 4 პირველადგილოსანი შეუერთდება სტანდარტული შესარჩევის 12 მეორეადგილოსანს. საგზურს კი 4 მათგანი მიიღებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 16 ევროპული გუნდი მიიღებს – 12 კლასიკური შეჯიბრის პირველადგილოსნები და 4 ერთა ლიგის პლეიოფებიდან.

რაკი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასული სეზონის „ერთა ლიგის“ ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა, ის „ერთა ლიგის“ გზით მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

ამდენად, საქართველოს რჩება ერთადერთი შანსი – ტრადიციული გზის, საკვალიფიკაციო ეტაპის, წარმატებით გავლა.

ამ გზაზე ჩვენი ნაკრებში E ჯგუფში ესპანეთს, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • “მაგთი“ განცხადებას ავრცელებს
  • ნიკა გვარამია ციხიდან განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge