იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა. ავტომობილი ქალს ქალაქ ბარის სტადიონ სან ნიკოლასის მახლობლად ბიტრიტო-ბარის გზაზე გადასვლისას დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების სამსახურს თავად შემთხვევაში მონაწილე მძღოლმა დაურეკა. თუმცა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი ადგილზევე დაიღუპა.
ამ ეტაპზე, გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.