გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი.
“4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.