აქ არის დედაჩემი. დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა დავკარგე. ფეხზე დგას. მე რაღა წამაქცევს, სულ რომ უვადო მომცეთ,– ამის შესახე პატიმარმა ონისე ცხადაძემ, სასამართლო პროცესზე, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.
“მე კეთილი ადამიანი ვარ. ანდრო ჩემზე კეთილია და ერთხელ თქვა. ვაჟა თოდუა [პროკურორი] რომ შემხვდეს ქუჩაში, დიდ სიკეთეს ვუზამ და ასე გადავუხდი სამაგიეროსო.
მეც გპატიობთ [ჩემ წინააღმდეგ რაც ჩაიდინეთ], მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ — ნურას უკაცრავად.
იჭერენ პოლიტიკოსებს, მაგრამ თქვენნაირი ადამიანები გარეთ რჩებიან და აკეთებენ იმავეს.
აქ არის დედაჩემი. დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა დავკარგე. ფეხზე დგას. მე რაღა წამაქცევს, სულ რომ უვადო მომცეთ.
ის, რა განაჩენიც გამოიტანეს გუშინ, მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინმეზე ადრე დავტოვო ციხე. ერთადერთხელ გამაგდეს გაკვეთილიდან სკოლაში. დედაჩემმა გამაგდო. არაფერ შუაში ვიყავი. ძმაკაცთან ერთად გამაგდო. რა შუაში ვიყავი-მეთქი. მარტოს იმას ვერ გავაგდებდიო. ასეთი ადამიანების გაზრდილი ბიჭები სხედან აქ” – თქვა ონისე ცხადაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 11 პირის განაჩენი უნდა გამოცხადდეს.