Thursday, September 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბატონო მოსამართლევ, 92 წლის თებერვალში 17 წლის ძმა დავკარგე, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და ხალხს მოუძღოდა. ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და დაიღუპა. ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მათ სახელებს “ოცნება” ლახავს” – გიორგი ტერიშვილი

September 3, 2025
“ბატონო მოსამართლევ, 92 წლის თებერვალში 17 წლის ძმა დავკარგე, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და ხალხს მოუძღოდა. ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და დაიღუპა. ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მათ სახელებს “ოცნება” ლახავს” – გიორგი ტერიშვილი

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის დასკვნიტი პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე პატიმარმა გიორგი ტერიშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და თქვა:

“მე არანაირი დანაშაული მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის “ქართული ოცნება” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ..

9 თვეა ვზივართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება, 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ…

მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე სცხვენოდათ თავიანთი თავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში…

რომელმაც ვალერი თეთრაშვილი დააკავა, გვერდით ეჯდა, ეუბნება ვალერი თეთრაშვილს თუ ამოიცნობთო, რომელიაო და გამოიშვირა ხელი ჩემკენ, იმ დროს თეთრაშვილი დარბაზში არ იყო…

ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან..როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრები, რომლებიც ჩემს გვერდით ზიან, არანაირი კავშირი არ გვქონია, მე ისინი აქ გავიცანი სხდომაზე…

როცა დამაკავეს გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი, 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა, ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი. მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვეი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი…

გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ.. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ.

ბატონო მოსამართლევ, 92 წლის თებერვალში 17 წლის ძმა დავკარგე, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და ხალხს მოუძღოდა. ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და დაიღუპა. ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მათ სახელებს ქართული ოცნება ლახავს. ეს არის რუსული ოცნება.
პროკურორებს: მალე გათენდება ის დღე, თქვენ საქართველოს ღალატის გულისთვის გასამართლდებით. სამართლიან სასამართლოში, ასეთში არა, ვითომ სასამართლოში.

ადვოკატებს დიდ მადლობას გიხდით, რომ თქვენ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს დაანახეთ, როგორები არიან ეს მოღალატე პროკურორები, პოლიციელები.

მადლობა არასამთავრობო ჟურნალისტებს. დიდი მადლობა ყველას, რუსთაველის გმირებო, სინდისის პატიმრების მშობლებო. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე.

არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!” – თქვა პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა გიორგი ტერიშვილმა.

11 პირის პროცესზე განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • როგორი ტემპერატურაა მოსალოდნელი საქართველოში 5 სექტემბერს? – ამინდი ქალაქების მიხედვით
  • მეწყრული პროცესები კიკეთში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge