Wednesday, September 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

September 2, 2025
„არ გვეშინია ამ ამბის, ამოვძვრებით ამ მძიმე ვითარებიდან…“ – რას წერს ნიკა გვარამია?

ეს კვირა საქართველოს ისტორიაში „შავი კვირის“ სახელით შევა – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებების“ ლიდერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ვუსმინე გახარიას ინტერვიუს დიანა ტრაპაიძესთან. ვერაფრით ვერ ვიგებ, ამ კაცს ქოცები რატომ ერჩიან. არაფრით არ განსხვავდებიან. ყველაზე მძიმე მაინც ათას ტყუილში გამორჩეული ერთი სიმართლეა: პარლამენტში შესვლას აპირებს და ამიტომაც შეინარჩუნა იმთავითვე ეს შესაძლებლობა და სია არ ჩახსნა, როგორც დანარჩენმა სამმა სუბიექტმა ვქენით.

დღევანდელ პატიმრობებზე: შერჩევითი მართლმსაჯულება გამიგია, მაგრამ სასჯელების ლოტოტრონით ჩამორიგება ქოცური სიახლეა. ასე უსჯიან / გადაუკვალიფიცირებენ /ათავისუფლებენ პატიმრებს. ტყუილად ეძებთ რაიმე ლოგიკას. საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკება ბიძინა ამ განაჩენებით. ფეხებზე კიდია პატიმარიც, მისი ოჯახიც და საზოგადოებაც, სამართალიც და სამართლიანობაც.

წულუკიანის დასკვნა სამუდამო პატიმრობის მისჯაა საქართველოსთვის. ტრადიციულ საბჭოთა სტილში შესრულებული ჯალათი 2.0 advanced edition. თუმცა, პროპაგანდისთვის მსუყე საკვები კი იქნება უდავოდ.

დასკვნა: ჭადრაკის თამაშის არც დროა და არც ვითარება. როცა მოწინააღმდეგე საჭადრაკო დაფიდან ყველა ფიგურას გაცლის და წესების დაცვა მხოლოდ შენ გევალება, იმ პარტიას ვერ მოიგებ. დაფა უნდა აუყირავო და სახეში შეაზილო, სასურველია, წინასწარგანზრახულობების საჯარო დეკლამაციის გარეშე.

უდრეკად, ხისტად და სწორხაზოვნად – ამგვარი მოქმედების ეფექტურობის მჯერა. და კიდევ კონსოლიდაციის. ხაზის აღმასვლის, დაშლის და კამათის ნაცვლად. ოღონდ, „ყველა“-ს როცა ვამბობთ, აჯაფსანდალს არ უნდა ვგულისხმობდეთ. გახარიას მაგალითზე მორიგ ჯერზე დასტურდება, რომ ნახევრად ქოცი არ არსებობს. ქოცი ქოცია, მარად მოქმედი და მარად უკვდავი და ამ ქოცებთან წინასაარჩევნოდ აღთქმადადებული და ფიცვერცხლ ნაჭამი „ლელო“ რას ამბობს პარლამენტში ძმადნაფიცის მოსალოდნელ შესვლაზე? ესეც არ გამოიწვევს ნორმალიზაციის და ლეგიტიმურობის დეფიციტის შევსების რისკებსო? 2 დღე დარჩა სიების წარდგენამდე და ნუ წარადგენენ ამ სიებს. ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას „არჩევნებში“. თავიც გადაირჩინონ და პროცესსაც არგონ, გაერთიანებული ოპოზიციის რიგები შეავსონ და არა ნახევარქოცების. რადგან, როგორც ზემოთ დავწერე, ნახევარ-ქოცები არ არსებობენ. ქოცი ქოცია.

NGO-ების , ფონდების, მალე პარტიების ლიდერების გამოკითხვაზე დაბარება და სახელმწიფო გადატრიალების ფანტაზმაგორია დიდხანს არ გვალოდინებს. მალე შედგება პედესტალზე მდინარაძე. იგნორი და დაცინვაა მაგის წამალი და ეგ უნდა შევაგებოთ ერთად.

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, – წერს გვარამია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • “ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე” – რეზო კიკნაძე
  • “მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ” – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge