Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სანდრას “ჩაშვებით”, მესიჯი გაუგზავნა საკუთარ პატრონებს… – დაემუქრა… ახლა კარგად გააანალიზეთ… – კაკაბაძე სააკაშვილის განცხადებაზე

December 3, 2021
სანდრას “ჩაშვებით”, მესიჯი გაუგზავნა საკუთარ პატრონებს… – დაემუქრა… ახლა კარგად გააანალიზეთ… – კაკაბაძე სააკაშვილის განცხადებაზე

“სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს განიხილავდნენ, რაზეც ექს-პრეზიდენტია ბრალდებული.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაცია- “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ყოვლად ზნედაცემული სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ბიუჯეტის ძარცვის გადაბრალებას სანდრა რულოვსზე ცდილობდა. ასეთი იყო საზოგადოების აღქმა მის სამარცხვინო გამოსვლაზე.

არა მეგობრებო! სააკაშვილი იმაზე უფრო მეტად სამარცხვინოა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
მან სანდრას “ჩაშვებით,” მესიჯი გაუგზავნა საკუთარ პატრონებს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საკუთარ მონა-კრიმინალებს ჩვენს ქვეყანაში და დაემუქრა თუ დროზე არ გამიყვანთ აქედან, არც თქვენი “ჩაშვება” გამიჭირდებაო.

ეს იყო მუქარის ყველაზე უზნეო ფორმა.

პ.ს. ახლა კარგად გააანალიზეთ, რა დგას ზოგიერთი გულაჩუყებული პოლიტიკოსისა თუ ელჩის გაუგებარი განცხადებების უკან”, – წერს კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხარჯების დიდი ნაწილი, რომელსაც მას ედავებიან, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, მის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს ეკუთვნის.

მან იკითხა, რატომ არ ფიგურირებს საქმეში სანდრა რულოვსი, შემდეგ კი სასამართლოს იმ ინვესტიციებისა და გრანტებს შესახებ შეახსენა, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყანაშიყოფილი პირველი ლედის დამსახურებით შემოვიდა.

“სან­დრას უამ­რა­ვი ხარ­ჯია, ბავ­შვებ­ზე, სა­ჩუქ­რე­ბი და უამ­რა­ვი სხვა. სან­დრას რა­ტომ არ ასა­მარ­თლე­ბენ? ხარ­ჯე­ბის დიდი ნა­წი­ლი არის სან­დრა­სი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიჯ­დე­ბო­დი მას­თან ერ­თად საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, იმი­ტომ რომ ამ ხარ­ჯე­ბის მე­ო­თხე­დი, მე­ხუ­თე­დი სან­დრა­სია, ოღონდ სა­ნამ სან­დრას ედა­ვე­ბით, გა­იხ­სე­ნეთ, რომ სან­დრამ შე­მო­ი­ტა­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ში 100 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გრან­ტე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში.

სან­დრას მეშ­ვე­ო­ბით ოთხჯერ ნაკ­ლე­ბი ქარ­თვე­ლი ქალი კვდე­ბა მკერ­დის კი­ბო­თი, ვიდ­რე მა­ნამ­დე. ყვე­ლა ცი­ხის ექი­მი გე­ტყვით, რამ­დე­ნი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ჯან­და­ცის­თვის ცი­ხე­ში.

ერ­თად ვი­ყა­ვით გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე, ნიუ იორკში და აღ­მო­აჩ­ნდა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა და სას­წრა­ფოდ ნიუ იორკ ჰოს­პი­ტალ­ში გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია და დაჯ­და საკ­მა­ოდ ძვი­რი თან­ხა, რა­ტომ არ გაქვთ ეს თან­ხა შე­ტა­ნი­ლი?!” – აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

https://mix.metronome.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/

https://mix.metronome.ge/24152-2/

https://mix.metronome.ge/24157-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • “გადადგით ეს ნაბიჯი… ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება”- ვის მიმართავს გიორგი კვირიკაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge