“2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის ორმა პირმა – თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა… ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად ეს დასახლება განსაზღვრეს… ცხინვალზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შსს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია. გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ შსს როგორც წამყვანი და პასუხისმგებელი და თავდაცვის სამინისტრო, როგორც შსს-ს დამხმარე, ასეთ პირობებში გაურკვეველი დარჩა ვინ იძლეოდა ბრძანებებს – შსს თუ თავდაცვის სამინისტრო…ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას. საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა ბატონი სანაკოევი , რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილმა ის დაიბარა 2008 წლის 7 აგვისტოს 17 საათზე თავისთან და უთხრამ რომ არ იყო გამორიცხული, რომ იმ საღამოთი ის, ანუ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალზე შეტევას დაიწყებდა. ამაზე სანაკოევმა უპასუხა, რომ ეს იყო ის, რასაც რუსები ელოდნენ. სასაკაშვილმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო” – თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტში.