აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა – მჭედლიშვილმა მუხლები გადააკვალიფიცირა.
პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა – მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად ცეცხლაძე- 2,6 წ
ვასილ კაძელაშვილი- 2,6წ
ვეფხია კასრაძე- 2,6წ
ინსაფ ალიევი- 2წ
თორნიკე გოშაძე- 2 წ
გიორგი გორგაძე- 2 წ
ნიკოლოზ ჯავახიშვილი- 2წ
ირაკლი მიმინოშვილი – 2წ