“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ზურაბ ხაჩიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“ეს რა ქენი ძმაო?! ამდენი ახლობელი ადამიანის წასვლა იმ ქვეყანაში და აქ ვის გვტოვებ უფალო?! ეჰ, შეხვედრამდე, ძმაო კოტე, ძალიან მეტკინა გული… მოიხსენოს უფალმა შენი სული. ამინ!
მინდა სამძიმარი ვუთხრა მის არაჩვეულებრივ ოჯახს და ირმა ინაშვილს. მაგარი ბიჭი წავიდა ჩვენგან...”, – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/24167-2/