ქუთაისის ცენტრში, მესამე სკოლის შენობის სახურავის შემადგენელი ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
სამშენებლო მასალა ტროტუარზე ყრია, პერიმეტრი კი წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
“ეს ტურისტების და ადგილობრივების თავშეყრის ადგილია. ასევე ამ სკოლაში სწავლობს რამდენიმე ათასი ბავშვი, კიდევ კარგი სკოლა არ იყო დაწყებული, ტურისტი ან ადგილობრივი არ გადაადგილდებოდა. საშინელება დატრიალდებოდა”,- ამბობს ადგილობრივი.