საქართველოში, დღეიდან, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, რიგი მიმართულებებით ცვლილებები ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ bpn-ი ავრცელებს.
1. უმაღლეს სასწავლებლებში რიგი პროგრამებზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება:
უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, რიგი პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს.
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა“, – აღნიშნულია კანონში.
2.საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება.
აღნიშნულის შესახებ ცვლილებები შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში და განისაზღვრა, რომ სააგენტოს ლიკვიდაცია 1-ლი სექტემბრიდან განხორციელდება.
კანონის თანახმად, განათლების სამინისტრომ 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
3.Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს:
Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს. ცვლილებები ეხება საქართველოსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქშიც სრულდებოდა.
Wizz Air Abu Dhabi ოპერირების შეწყვეტას შემდეგი მიზეზებით ხსნის:
გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რამაც საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვია;უკიდურესი სიცხე, რაც ძრავის ეფექტიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა;მარეგულირებელი ბარიერები, რომლებიც მარშრუტების ნებართვებს ზღუდავდა;ოპერაციული შეზღუდვები, რომლებიც კომპანიის დაბალბიუჯეტიან მოდელს ძირს უთხრიდა.
4. „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებში ცვლილებები შედის:
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები.
უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები ეხება სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით იზრდება.
„თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.
ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის:
კვების პროდუქტების წარმოება;სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია;სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა;მიკრომეწარმეობის პროგრამა ცვლილებები უკვე ძალაშია.ამასთან, უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის განაგრძეთ კითხვა.