Friday, August 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ?” – თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავას პასუხობს

August 28, 2025
“ვინც დაჩაგრა და ოჯახი აუოხრა იმის შნირია“ – ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი?

თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომელშიც იგი 8 ოპოზიციურ პარტიას მისგან გამიჯვნას სთხოვდა, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

“ნაციონალური მოძრაობის დაბნეულ ფორმალურ თავმჯდომარეს ვპასუხობ:
რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება.
რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში.
ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ.
ამას გარდა, 8-იანში შემავალ ყველა პარტიას ერთმანეთთან გვაქვს არაერთი განსხვავება.
მაგალითად, ჩვენ, ფედერალისტებს და ჩვენს მხარდამჭერებს მორალურად და სისტემურად ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ნაციონალური მოძრაობა, როგორც პიროვნების კულტს ჩამოკიდებული, ანემიური, არადემოკრატიული პარტია, სადაც არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია წონა და ყველა ნულია, სააკაშვილის გარეშე.
ჩვენ გვინდა, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ.
მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები ჩვენგან ერთობას ითხოვს, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ კომპრომისზე ვართ წასული არა მხოლოდ საკუთარ თავთან და პარტიასთან, არამეც ჩვენს მხარდამჭერებთანაც და ვმუშაობთ ისეთ პარტიებთანაც, რომელიც მორალურად და პრინციპულად ჩვენთან შეუთავსებელია (თუმცა არიან ისეთები, ვისთანაც კარგად გამოგვდის).
ცხადია, გრძლად არ გამოვეხმაურები იმ სიყალბეს, რაც თიკა ბოკუჩავას კედელზე წავიკითხე – მას თავისი გაჭირვებია და საკუთარ პარტიაში პოზიციების გამაგრებას ცდილობს ახლა, ამ ყალბი მაიმუნობით (მართლა მეცოდება, ისეთ დღეშია).
მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის საქციელი – ერთი მხრივ თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობას.
ამდენად, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება – ნაცმოძრაობა დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). ნაცმოძრაობა ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ, შარზე იყო და წიხლებს იქნევდა.
ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია ვინ საიდან უნდა გაირიცხოს, ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ?
ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით.
ამ ისტერიკაში მხოლოდ ნაცმოძრაობის კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე, my bad!”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაუნდობლად გვირტყამდნენ ყველას, მათ შორის, გოგონასაც” – მოქალაქე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში წერს
  • “როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ?” – თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავას პასუხობს
  • “ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო” – თინა ბოკუჩავა თამარ ჩერგოლეიშვილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge