Thursday, August 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

August 28, 2025
“შურისძიების მიზნით, დანით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება დღეს წარუდგინა.

“საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინსპექტორს და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა „ZUMERRET”-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 27 აგვისტოს დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით,) და 200-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ?” – თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავას პასუხობს
  • “ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო” – თინა ბოკუჩავა თამარ ჩერგოლეიშვილზე
  • “სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge