სანამ კაცობა ფასობს, ამოიღონ ხმა საქართველოსთვის, დღეს ვჭირდებით საქართველოს, – ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ახლა სჭირდება ჩვენ ქვეყანას თანადგომა.
“ახლა სჭირდება ჩვენ ქვეყანას თანადგომა, ახლა ვართ ყველა კაცი, რომლებსაც შეგვიძლია ერთი სიტყვა ვთქვათ. აქ როგორ უნდა დაიმალო, თორე როცა ყველაფერი დამშვიდდება, მაშინ ქადაგებას… მე რომ ღვთისმეტყველება შემიძლია და სახარება და ქადაგება შემიძლია, ისე რომელს შეუძლია, თავის ქებად არ მიმიღოთ, მაგრამ არ შემიძლია იმაზე ვისაუბრო და ეს ხალხი დავივიწყო. არ შემიძლია მე რაღაც მაღალფარდოვნულად ვისაუბრო და ქუჩაში ბავშვებს რომ ლეწავენ, ეს არ ვთქვა, არ ვახსენო – როგორ? აი როგორ ახერხებენ? ძალიან მიკვირს. მე ვიცნობ ბევრს, სამღვდელოს, არ იფიქროთ, რომ მარტო მე ვარ, ძალიან ბევრნი არიან ნათელ მხარეს მოაზროვნეები და რისი ეშინიათ, რამ დააშინათ, ამას ვერ ვგებულობ. მინდა მაგათ ვუთრხა, სანამ კაცობა ფასობს, ამოიღონ ხმა საქართველოსთვის, დღეს ვჭირდებით საქართველოს” – ამბობს არქიმანდრიტი.