Wednesday, January 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას” – 7 არასამთავრობო განცხადებას ავრცელებს

August 27, 2025
“ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას” – 7 არასამთავრობო განცხადებას ავრცელებს

“ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ”. – არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გაკეთებულ განცხადებაში.

„დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავალისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.

ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც.

ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუფუტინსკის სიმღერის გამო მომხდარ ჩხუბში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” მისი სახელის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge