ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის სახელწოდებას ომის დეპარტამენტით შევცვლით – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, „როდესაც მისი სახელწოდება ომის დეპარტამენტი იყო, აშშ-ის გამარჯვების დაუჯერებელი ისტორია ჰქონდა“.
“შემდეგ სახელი გადავარქვით და თავდაცვის დეპარტამენტით შევცვალეთ. ვფიქრობ, ეს ის არის, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოისმენთ ან ნახავთ. ალბათ, ეს ცვლილება მომდევნო კვირაში ან მოგვიანებით მოხდება“ – აღნიშნა ტრამპმა.