გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონში – ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.