“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში გორგასლის, შრომის, გამარჯვების, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარისახო, გუდანი, კორშა, ბისო, ატაბე და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.