საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების სია გამოაქვეყნა. განსაზღვრულ პროგრამებზე სტუდენტები 4 წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლიან.
თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში ე.წ. უფასო პროგრამაზე ჩარიცხულთა მხოლოდ ნაწილი ფინანსდება, ნაწილს კი თავად მოუწევს სრული ან გრანტის შესაბამისი გადასახადის გადახდა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებას უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს. შესაძლოა, პირობითად, 100 ადგილიდან ასივე ფინანსდებოდეს. ასევე, შესაძლოა, 100 ადგილიდან 60-ს სახელმწიფო სრულად აფინანსებდეს, 40-ს კი – არა. ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტი რეიტინგული სიის მიხედვით ხელმძღვანელობს და პირობითად, პირველ 60 ყველაზე მაღალქულიან სტუდენტს ანიჭებს უპირატესობას. განაგრძეთ კითხვა…