Monday, August 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

August 25, 2025
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

განზრახ არ გამოვეხმაურე კონსტიტუციის დღის სამარცხვინო „აღნიშვნას“, არავის შეუძლია ზეიმობდეს იმას, რაც უკვე ფეხქვეშ გათელა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

“ეს ის დღეა, როდესაც ქვეყანა უნდა ამაყობდეს იმით, რომ მისი ღერძი და ხერხემალი, კონსტიტუცია, უფროდაუფრო უნდა აძლიერებდეს სახელმწიფოს. ეს არის დღე, როცა უნდა ვიამაყოთ კონსტიტუციით გამყარებული დემოკრატიით, ეფექტურად დაცული მოქალაქეთა ძირითადი უფლებებით. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რას ითვალისწინებდა ჩვენი „იდეური“ კონსტიტუცია: ადამიანის ღირსების, ფიზიკური ხელშეუხებლობის, თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, პირადი თავისუფლების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დაცვას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას, საკუთრების უფლების უზრუნველყოფას, შემოქმედებისა და აკადემიური თავისუფლებას, შეკრების, გაფიცვის, პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საარჩევნო უფლებებს, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უფლებას, სასამართლო პროცესში სამართლიანი განხილვის გარანტიას…

ამ კონსტიტუციის შექმნაში მე თვითონ მივიღე მონაწილეობა, ხმა მივეცი და დღეს, პრაქტიკულად, ჩამოთვლილ არცერთ უფლებას რეალურად არ ვიცავთ. კონსტიტუცია კი აბუჩადაა აგდებული.

გადავიდეთ მესამე თავზე, რომელიც ეხება პარლამენტს. პირველივე მუხლში ნათქვამია, რომ პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ვინმეს გახსოვთ, რომ კომიტეტების დონეზე ან პლენარულ სხდომაზე გამართულიყო დებატები, სანამ პრემიერი ერთპიროვნულად გამოაცხადებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას? ან რომელ სესიაზე იქნა განხილული და დამტკიცებული ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დოკუმენტი, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არ იკითხება, სამაგიეროდ კი ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“?

ასევე, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარლამენტი უნდა აკონტროლებდეს მთავრობის საქმიანობას. ვინმეს თუ ახსოვს, როდის მოიწვია პარლამენტმა, რომელიმე გადამდგარი მინისტრი და მისი საქმიანობა განხილა? ასევე ცარიელ სიტყვებად გვევლინება მთავრობის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.

სასამართლო ხელისუფლების თავი იწყება მთავარი პრინციპით — დამოუკიდებლობით. აქ ზედმეტი კომენტარი არც არის საჭირო: ყველაფერი ნათქვამია.

დარღვეულია კონსტიტუციით განსაზღვრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ბალანსი.

„დამოუკიდებელი“ ინსტიტუტები — პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტი, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობა — არცერთი არ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის ელემენტარულ კრიტერიუმს.

გუშინ სასიამოვნო, საზეიმო არაფერი გვქონდა. სამაგიეროდ — დასაცავი და გადასარჩენი ბევრი გვაქვს.

და არაფერს ვამბობ კონსტიტუციის მე-78 მუხლზე!!!“, – წერს სალომეზურაბიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით გაეთიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “ხუმრობით მეძახიან ევროპის პრეზიდენტს” – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge